Quantcast
Channel: - Sasacilo Statusebi, Sasiyvarulo Leqsebi, Arasabavshvo Anegdotebi
Viewing all articles
Browse latest Browse all 398

ვარჯიში ჭარბი წონის დროს / varjishi charbi wonis dros

$
0
0
ყველას უყვარს დივანზე წამოწოლა და საინტერესო ფილმით ან წიგნით თავის შექცევა, მაგრამ ბუნებასა და წლებს თავისი მიაქვს, ფიზიკური ინერტულობა და ადინამია სწრაფად აისახება ჯანმრთელობაზე, რაც საკმაო მიზეზია საიმისოდ, რომ ავხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიში. ვარჯიში ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც შეიძლება ვებრძოლოთ ჭარბ წონას. თავდაპირველად ყველა ენთუზიაზმით ეკიდება მას, დიდ იმედს ამყარებს, მაგრამ რაკი სასურველ შედეგს ვერ ხედავენ, ხელს ჩაიქნევენ და თავს ანებებენ. ეს იმიტომ, რომ გასახდომად ვარჯიში საკმარისი არ არის, თანაც ამისთვის ყოველგვარი სავარჯიშო როდი გამოდგება... რა სისტემით და როგორი ინტენსივობით ვივარჯიშოთ, ამის შესახებ გვესაუბრება ქალთა ფიტნესკლუბ “ჩონტოურ”-ის მენეჯერი ნინო სერდიუკოვა. - ქალბატონო ნინო, რა როლი აკისრია ვარჯიშს და ფიზიკურ დატვირთვას წონის კორექციაში? - ფიზიკური ვარჯიში სხეულის კორექციის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ნაცნობი ხერხია. აერობული დატვირთვის დროს იხარჯება დიდი რაოდენობით ენერგია, აქედან გამომდინარე, ფიზიკური დატვირთვა მაქსიმალურად აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმს. ვარჯიშს ტონუსში მოჰყავს სხეული, ამკვრივებს კანს, აუმჯობესებს აღნაგობას, მატებს ენერგიას.

Viewing all articles
Browse latest Browse all 398