Hahahahah
↧
Hahahahah
↧
Food Sound
Food Sound
↧
↧
Cape Fly
Cape Fly
↧
Egg Life Talk
Egg Life Talk
↧
Pacman Enemies
Pacman Enemies
↧
↧
Oops
Oops
↧
What Went Wrong
What Went Wrong
↧
Money Power Woman
Money Power Woman
↧
Its Me
Its Me
↧
↧
Laughing
Laughing
↧
Who Are You
Who Are You
↧
In Summer
In Summer
↧
Eat Sleep
Eat Sleep
↧
↧
Like A Boss
Like A Boss
↧
Earth Internet
Earth Internet
↧
Ugly Truth
Ugly Truth
↧
საქართველო V საუკუნეში / saqartvelo V saukuneshi
V საუკუნის დასაწყისიდან ირანმა გააქტიურა თავისი დამპყრობლითი პოლიტიკა კავკასიაში. 428 წელს ირანმა მეფობა გააუქმა სომხეთში. ცხადი იყო რომ ანალოგიური ბედი ელოდა საქართველოს და ალბანეთს. ირანის შაჰმა მეტად აგრესიული, რელიგიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან განიზრახა ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში მაზდიანობა გაევრცელებინა. ამ ქვეყნების დიდაზნაურები დაიბარეს ირანის შაჰის კარზე. ქართველთა შორის იყო ქვემო ქართლის პიტიახში არშუშა. სამივე ქვეყნის წარმომადგენელს, შაჰმა ქრისტიანობის უარყოფა და მაზდეანობის მიღება მოსთხოვა. ისინი იძულებულები გახდნენ უარი ეთქვათ ქრისტიანობაზე. მათ იმედი ჰქონდათ რომ სამშობლოში დაბრუნებულები კვლავ ქრისტიანობას მიიღებდნენ. შაჰმა უკან გამობრუნებულ დიდაზნაურებს თან გამოაყოლა მოგვები, მათ ევალებოდათ გაევრცელებინათ მაზდიანობა, დაეხურათ ეკლესიები და დაეწყოთ ირანული წეს-ჩვეულებების გავრცელება. შაჰმა თავისთან მძევლები დაიტოვა, რომელთა შორის არშუშა პიტიახშიც იყო. მარტო სომხებს 700 მოგვი გამოაყოლა. ქართლს, სომხეთს და ალბანეთს უდიდესი საფრთხე დაემუქრა, შაჰის ბრძანების შესრულების შემთხვევაში ეს ქვეყნები ირანის პროვინციად იქცეოდნენ. მოგვებმა ჩამოსვლისთანავე აქტიური ქმედება დაიწყეს, ამ ყველაფერს სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებები მოჰყვა. თავიდან აჯანყება წარმატებით მიდიოდა, მაგრამ ირანმა შეძლო მისი ჩახშობა. აჯანყების დამარცხების მიუხედავად შაჰი იძულებული გახდა ამ განზრახვისთვის დროებით ხელი აეღო . ირანელებს მოკავშირეები ჰყავდა ქვეყნის შიგნითაც. ესენი იყვნენ ის დიდაზნაურები, რომლებიც ქართლის განმტკიცება-გაძლიერებაში მოწინააღმდეგენი იყვნენ. ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი ერთ-ერთი მათგანი იყო. 482 წელს მეფის ბრძანებით ვარსქენი მოკლეს.
↧
↧
საქართველო VI საუკუნეში / saqartvelo VI saukuneshi
ბიზანტიასა და სასანიების ირანის დაპირისპირებისას, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს. ის ვინც საქართველოში გაბატონდებოდა მოიპოვებდა დიდ წარმატებებს მოწინააღმდეგესთან შედარებით. საქართველოს ხელში ჩაგდებით ისინი გააკონტროლებდნენ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელ გზებს და მომთაბარეების სამხედრო ძალის გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი. VI საუკუნე კავკასიაში ირანის აქტიურობით დაიწყო. 510 წელს გააუქმეს მეფობა ალბანეთში. ქართლი ერთადერთი ქვეყანა იყო სადაც მეფობის ინსტიტუტი ისევ არსებობდა. ცხადი იყო, რომ ირანის შაჰი ქართლშიც გააუქმებდა მეფობას. ირანის შაჰმა ქართლის მეფეს გურგენს ქრისტიანობის უარყოფა და მაზდიანობის მიღება მოსთხოვა. გურგენის აჯანყება 523 წელს დამარცხებით დასრულდა, მეფემ თავი ბიზანტიას შეაფარა.
↧
სტატუსები /statusebi
1 შენ ზღვას გავხარ..დამშვიდებულს, და მაინც, მე შენს ტალღებში ვკვდები 2 საკუთარი თავის ჯიბრზე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ცხოვრობდ 3 თუ კი ამქვეყნად სიყვარულზე დიდი გრძნობა არსებობს..კი არ მიყვარხარ "მეიმგრძნობები 4 რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები! რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები! 5 წამო,,წავიდეთ,, ოცნება ავხდინოთ,, ისევ იქ გველიან უცნობი ნაპირები 6 ვუყურებდი თვალებში და ვხვდებოდი,, რომ ვერასოდეს ვერ შევძლებდი ასე შეხედვას სხვისთვის
↧
საქართველო VII საუკუნეში / saqartvelos VII saukuneshi
602 წელს კონსტანტინოპოლში სამხედრო გადატრიალება მოხდა. ირანის შაჰმა გადაწყვიტა ბიზანტიის საქმეებში ჩარევა, ხოლო მიზეზად მოიყვანა ის რომ, ბიზანტიის იმპერატორი თავის დროზე მას დაეხმარა , ახლა კი მას სურდა დახმარება. ირანელებმა ბიზანტიის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, ბიზანტიელები მარცხს მარცხზე განიცდიდნენ. გართულდა ვითარება კავკასიაშიც. ქალკელდონის მსოფლიო საეკლესიო კრებიის შემდეგ დაირღვა კავკასიის სახელმწიფოების რელიგიური ერთობა. სომხეთში მონოფიზოტობამ გაიმარჯვა. განსაკუთრებით გართულდა ვითარება VII საუკუნის დასაწყისში. ყველაფერი იმით დაიწყო რომ ცურტაველი ეპისკოპოსი მოსე , წარმოშობით სომეხი. რომელიც მონოფიზიტობას უჭერდა მხარს , გაიქცა სომხეთში და დახმარება ითხოვა. მოსემ საქმე ისე წარმოაჩინა თითქოს ქათველები დევნიდნენ. მოსეს დაცვა სომხეთის კათალიკოსმა ითავა. გაიმართა მიწერ-მოწერა სომხეთის კათალიკოს და ქართლის კათალიკოს კირიონ I-ს შორის. მოსე ცურტაველის საკითხი მალევე მიივიწყეს, წინა პლანზე წამოიწია უფრო მნიშვნელოვანმა საკითხებმა. სომხეთის ეკლესია ქართლის ეკლესიას ბრალს დებდა რწმენის დამახინჯებაში. ქართლის კათალიკოსი ძალზედ ჭკვიანურად და ფრთხილად მოქმედებდა. პოლიტიკური სიტუაცია ქართლისთვის საზიანო იყო. მონოფიზიტ სომხეთს უკან ირანი ედგა. დიოფიზიტური ბიზანტია დასუსტებული იყო და ანგარიშ გასაწევ ძალას არღარ წარმოადგენდა, ამიტომ ქართლს ბიზანტიის დახმარების იმედი აღარ ჰქონდა. კირიონმა შესანიშნავად გაართვა თავი შექმნილ მძიმე მდგომარეობას: დაიცვა დიოფიზიტობა და საშუალება არ მისცა მოწინააღმდეგეებს გამოეყენებინათ მასთვის ხელსაყრელი მდგომარეობა. საბოლოოდ ყველააფერი 608 წლის საეკლესიო განხეთქილებით დასრულდა.
↧