Quantcast
Channel: - Sasacilo Statusebi, Sasiyvarulo Leqsebi, Arasabavshvo Anegdotebi
Viewing all 398 articles
Browse latest View live

საქართველო VIII საუკუნეში /saqartvelo VIII saukuneshi

$
0
0
VIII საუკუნის დასაწყისში , როგორც კი დასრულდა შიდაომების სახალიფომ დამპყრობლითი ომები განაახლა. არაბებმა დაიპყრეს აფრიკის ჩრდილოეთი და გიბრალტარის სრუტით ესპანეთში შეიჭრნენ რამდენიმე წელიწადში მათ მთელი პირინეის ნახევარკუნძული დაიპყრეს. არაბები ევროპაში 732 წელს ფრანკებმა შეაჩერეს. ამის პარაელელურად სახალიფომ გააქტიურა პოლიტიკა აღმოსავლეთითაც. VIII საუკუნის დასაწყისში არაბთა გარნიზონები იდგა თბილისსა და ციხე გოჯში. ბიზანტიის იმპერია ცდილობდა გავლენა აღედგინა დასავლეთ საქართველოში და ჯარიც კი გამოგზავნ . ალყა შემოარტყეს ციხე-გოჯს , არაბებმა შესძლეს ბიზანტიელების მოგერიება. მალე არაბებმა დამატებითი ჯარი გაგზავნა დასავლეთ საქართველოში. ბიზანტიელებმა თავი აარიდეს მათთან შეტაკებას და უკან გაბრუნდნენ. ბიზანტიამ მაინც შესძლო თავისი პოზიციების ნაწილის აღდგენა მან დაიქვემდებარა საქართვეელოს უკიდურეს ჩრდილოეთში მცხოვრები აბაზგია და აფშილეთი. მეტად მძიმე ვითარება შეიქმნა აღმოსავლეთ საქართველოში. ხაზარები არაბებისაგან თავის დასაცავად საპასუხო ლაშქრობებს აწარმოებდნენ სამხრეთ კავკასიაში. VIII საუკუნის 20-იან წლების დასაწყისში ქართლში მოვიდა არაბი სარდალი ჯაჰარი. მისი მთავარი მიზანი ხაზარების დამარცხება იყო. ჯაჰარმა განაახლა დაცვის სიგელი და გაზარდა ჯიზია- ერთ სულზე ერთი დინარი. ხაზარებსა და არაბებს შორის ომში საშინლად აოხრდა ქართლი. არაბთა ახალი გადასახადების გადახდა საშინელ მდგომარეობაში აგდებდა მოსახლეობას . მოსახლეობამ რამდენჯერმე სცადა აჯანყება.

შვილის აღსარება / Shvilis Agsareba

$
0
0
ბევრჯერ მინახავს გახარებული, ატირებულიც მინახავს ბევრჯერ, მისი ცრემლები ლოყას აშრება, გაბრაზებული სუყველგან მეძებს. მიპოვის სადღაც სახლის კუთხეში მე შევციცინებ მის ლამაზ თვალებს, გაბრაზებული მიმიკით მიმზერს, წყნარად უყურებს ჩემს ბავშვურ სახეს.

საქართველო IX-X საუკუნეებში / saqartvelo IX-X saukuneshi

$
0
0
საქართველოში არაბთა ბატონობის სიმძიმე ყველაზე მეტად ქართლში იგრძნობოდა. ეს ბუნებრივიც იყო რადგან ქართლი ქვეყნის ცენტრს წარმოადგენდა. სტრატეგიულად ძალზედ მნიშვნელოვან ადგილს, არაბთა შემოსევების დროს ყველაზე პირველად დარტყმას სწორედ ქართლი იღებდა. არაბებმა ვერ შესძლეს დასავლეთ საქართველოში ფეხის მოკიდება, აგრეთვე უჭირდათ კახეთის მთიანეთის დამორჩილებაც. არაბთა სახელმწიფო: ევროპაში, აზიაში და აფრიკაში იყო გადაჭიმული, იმპერიის ერთი ცენტრიდან მართვა შეუძლებელი გახდა. სახალიფოს სიმტკიცე მხოლოდ ძალაზე იყო დამოკიდებული.VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სახალიფოს დასუსტება , რაც საქართველოშიც აშკარად აისახა. ამ პერიოდში იწყება ჩამოყალიბება.

საქართველო X-XI საუკუნეებში / saqartvelo X-XI saukuneshi

$
0
0
ივანე მარუშის ძე აფხაზეთის მეფის ერისთავი იყო. მან კარგად იცოდა რომ შექმნილ ვითარებაში ვისაც შეეძლო საქართველოს გაერთიანება იყო დავით III ბაგრატიონი. დავით ბაგრატიონი რომელიც კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა, ტაოს მფლობელი იყო. ამ დროს ქართველთა სამეფოს მმართველი იყო ბაგრატ II. მიუხედავად ამისა დავით კურაპალატს გაცილებით დიდი სახელი და გავლენა ჰქონდა. დავითი შესანიშნავი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი იყო. ივანე მარუშის ძემ დავითს შესთავაზა ან თვითონ დაეკავებინა ქართლი ან მისი მემკვიდრე ბაგრატი დაესვა ქართლის გამგებლად. დავით კურაპალატს შვილი არ ჰყავდა. დავითმა იშვილა და მის მემკვიდრედ გამოაცხადა ბაგრატ II-ის შვილიშვილი ბაგრატ III. დავით კურაპალატი და ივანე მარუშის ძე სწორედ ბაგრატში ხედავდნენ საქართველოს გამაერთიანებელს. ბაგრატ III-ს სრული კანონიერი უფლება ჰონდა ყოფილიყო საქართველოს გამაერთიანებელი. გარდა იმისა რომ ბაგრატი დავით კურაპალატის და ბაგრატ II-ის მემკვიდრე იყო , ის ამავდროულად აფხაზეთის მეფის უსინათლო თეოდოსის დის შვლი იყო. ამიტომ მას ეკუთვნოდა აფხაზეთის მეფის ტახტიც.

საქართველო XI საუკუნეში / saqartvelo XI saukuneshi

$
0
0
ბაგრატ III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა გიორგი I (1014-1027). მეფის მცირეწლოვნებით ისარგებლეს კახეთ-ჰერეთის აზნაურებმა და საქართველოს ჩამოაშორეს ეს კუთხეები. მეფეს შეეძლო კახეთ-ჰერეთის ხელახლა დასაბრუნებლად ან თბილისის ამირის წინააღმდეგ ებრძოლა მაგრამ გიორგიმ საქართველოს ყველაზე დიდ მტრად ბიზანტიის იმპერია მიიჩნია. გიორგი I-მა ისარგბლა ბიზანტიის ომით ბულგარეთთან და დაიკავა იმიერ ტაო. დავით კურაპალატის სამფლობელი. ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ ბასილ II საქართველოსკენ დაიძრა. გიორგი I შეეცადა შეექმნა კუალიცია ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ. საქართველოს მეფე დაუკავშირად ეგვიპტის სულთან ალ-ჰაკიმს , მაგრამ ალ-ჰაკიმი მოკლეს. ეგვიპტის სულთნის მკვლელობაში ბიზანტიის ხელი ერია.

საქართველო XII-XIII საუკუნეებში / saqartvelo XII-XIII saukuneshi

$
0
0
დავითის გამეფების ჟამს ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სამეფოს ხელისუფლება მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ვრცელდებოდა. კახეთი და ჰერეთი კვლავ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. თბილისი მაჰმადიან ამირას ემორჩილებოდა. ქართლი და სამხრეთი საქართველო თურქ-სელჯუკებისაგან იყო აოხრებული. მოსახლეობა ტოვებდა მამაპაპურ სახლებს და მთებში იხიზნებოდა. დავითმა აზნაურებისაგან შექმნა სამხედრო რაზმები, რომლებიც თავს ესხმოდნენ თურქებს და ანადგურებდნენ. მეფემ აღადგინა დისციპლინა და წესრიგი ჯარში. დავით აღმაშენებელზე ისტორიკოსი გვაუწყებს ვიკიციტატა „ საეშმაკონი სიმღერანი, სახიომანი და განცხრომანი და გინება ღმრთისა სიძულვცილი და ყველა უწესობა მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა“ . დავითმა შესანიშნავად იცოდა რომ ქვეყნიდან თურქ-სელჯუკების განდევნა, ქვეყნის გაერთიანება, სამეფო ხელისუფლების განმტკიცება შეუძლებელი იქნებოდა ვიდრე ქვეყანაში ურჩი აზნაურები იყვნენ. სამეფო ხელისუფლებასთან მტრობაში და ქვეყნის მოღალატეურ საქმიანობაში გამორჩეული იყო ბაღვაშთა საგვერეული ლიპარიტ V-ის ხელმძღვანელობით. დავითმა დაატყვევა ლიპარიტი, მან მოინანია დანაშაული და დავითმა გაათავისუფლა. მეფე მალე მიხვდა რომ ლიპარიტი არ გამოსწორებულა. როგორც

სასაცილო სტატუსები / sasacilo statusebi

$
0
0
- წელიწადი ეს ის პრიოდია, რომელიც 365 იმედგაცრუებისგან შედგება… - როცა ზიღარიბე კარზე აკაკუნებს მაშინ სიყვარული გარეთ იპარება.. - დამცინეთ…დამცინეთ… ჭკვიანების დაცინვა უჭკუოების პრივილეგიაა … - ის მოგონებები ყოველთვის შეიძლება ჩემთან დაბრუნდეს, შენ კი ვერასდროს !

შუბლი შეუკრავთ ამინდებს / shubli sheukravt amindebs

$
0
0
შუბლი შეუკრავთ ამინდებს, ზამთრის სიცივე კმარა! მე გეუბნები: დამინდე! შენ კი მპასუხობ: არა!

გარეთ ბეილი / Garet Beili

$
0
0
გარეტ ფრენკ ბეილი (დაიბადა 1989 16 ივლისს) უელსელი ფეხბურთელი, რომელიც პრემიერლიგაში თამაშობს და "ტოტენჰემ ჰოტსპურის"ღირსებას იცავს, სანაკრებო დონეზე იგი უელსის ფეხბურთელია. ბეილის პოზიცია მარცხენა მცველია, მაგრამ მას შეუძლია ითამაშოს მარცხენა ვინგერის პოზიციაზეც. მან თავისი პროფესიონალური კარიერა ჩემპიონშიპში დაიწყო, კონკრეტულად იგი "საუტჰემპტონის"ღირსებას იცავდა. 2007 წელს გარეტმა კლუბის დატოვება მოინდომა, და "ტოტენჰემს"შეუერთდა. სატრანსფერო თანხამ საბოლოოდ 10 მილიონ ევროს მიაღწია.

რომელი ფრაზები აიძულებს მყიდველს პროდუქციის შეძენას / Romeli Frazebi Aidzulebs Myidvels Produqtis Shedzenas

$
0
0
ნებისმიერი პროდუქციის მფლობელი, რომელსაც სურს იყოს წარმატებული ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომხმარებელს თუნდაც სურვილის არქონის შემთხვევაში მაინც შეაძენინოს პროდუქცია და მიიღოს სარგებელი. არსებობს ასეთი გამოთქმა “ვინც გაფრთხილებულია – ის შეაიარაღებულია” ამიტომ გადვხედოთ რა მეთოდებით მუშაობენ მომხმარებელზე. ბიზნესმენებმა შექმნეს სკოლა სადაც გამყიდველებს უტარდებათ სემინარები, იმის შესახებ თუ როგორ იმუშაონ მომხმარებელზე. აქედან ერთ-ერთი მთავარი მოქმედება ის არის, რომ იმოქმედონ სწრაფად და მომხმარებელს სიჩქარეში მიაღებინონ გადაწყვეტილება თავის სასარგებლოდ. არის ბევრი ფრაზები, რომლებიც გაგებული გვაქვს და ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს ფრაზები გვაღებინებენ არასწორ გადაწყვეტილებას.

როგორ შევთავაზოთ კომერციული წინადადება / Rogor Shevtavazot Komerciuli Winadadeba

$
0
0
კომერციული წინადადება – ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია საბანკო პროდუქტების ან მომსახურების ჩამონათვალი, ასევე ინდივიდუალური ტარიფები და პირობები, რომლებსაც პერსონალის მენეჯერი წარუდგენს არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებს ბანკის სახით. ტრადიციული საბანკო მომსახურების ვადა, ის შეიცავს ურთიერთობების პერსპექტიულ განვითარებას. მაგალითად, სხვადასხვა ერთობლივ პროექტში, საწესდებო კაპიტალში და ა.შ. მონაწილეობა. კომერციული-წინადადება-შეთანხმება-კომერციული წინადადება წინადადება შეიძლება კლიენტს წარედგინოს 3 შემთხვევაში: საქმიან შეხვედრამდე, შეხვედრი დროს და შეხვედრის შემდეგ. პირველ შემთხვევაში კომერციული წინადადება წინასწარ გაეგზავნება კლიენტს მენეჯერთან შეხვედრამდე, რომელშიც დეტალურადაა განხილული კომერციული წინადადებები; მეორე შემთხვევაში საქმიან შეხვედრაზე მენეჯერი პირველად წარუდგენს კლიენტს საბანკო პროდუქტს და შეხვედრის შემდეგ, როგორც წესი, მასში მოცემულია პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობების შესახებ, რომელიც გამოვლინდა მასთან შეხვედრისას. მენეჯერს პრაქტიკული საქმიანობის დროს უნდა შეეძლოს კომუნიკაციის სამივე ვარიანტის გამოყენება მათი შეხამება და კომბინირება. აღსანიშნავია, რომ კომერციული წინადადების მომზადება – ეს მენეჯერს კლიენტთან ურთიერთობების ნორმაა, რომელიც მიმართულია კლიენტთა მომსახურების გაუმჯობესებისაკენ.

როგორ შევიქმნათ ლიმონით კარგი განწყობა / Rogor Sheviqmnat Limonit Kargi Ganwyoba

$
0
0
კარგი განწყობა და ხალისი ბედნიერებისკენ მიმავალი გზაა. იმისათვის, რომ დეპრესიები და სტრესები თავიდან ავიცილოთ, სპეციალისტები გვირჩევენ: შეამცირეთ ყავისა და სპირტიანი სასმელების მოხმარება. მათი დიდი რაოდენობით მიღება განწყობაზე ცუდად აისახება. სადილის ან ვახშმის შემდეგ ყურძნის წვენი მიირთვით, რომელიც კარგი მატონიზირებელია და ტონუსსაც შეგმატებთ. ცნობილია რომ ამინო მჟავა ტრიპტოფანი განწყობაზე დადებითად მოქმედებს. ამ ნივთიერებას დიდი რაოდეობით შეიცავს თევზეული, ფრინველის ხორცი, კვერცხი, კაკალი, ნუში ხაჭო და ბანანი.

როგორ შევინარჩუნოთ რომანტიკული ურთიერთობა / Rogor Shevinarchunot Romantiuli Urtiertoba

$
0
0
ურთიერთობის დაწყებისას, ჩვენ მუდამ გვახარებს და გვახალისებს, ახალი რომანტიკული თავგადასავლები, თუმცაღა გარკვეული დროის შემდეგ თითქოს ეს ყველაფერი ქრება და მხოლოდ მოგონებები გვრჩება. ამიტომ, მუდამ უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ და გავახანგრძლივოთ რომანტიკული ურთიერთობა. ხშირად ამ ურთიერთობის დარღვევა ოჯახის შექმნის შემდეგ წარსულში რჩება. პირველ რიგში გავითვალისწინოთ, რომ ოჯახი დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. წყივლმა უნდა იცოდეს, რომ ყველაფრის ერთად კეთება მოუწევთ, ერთმანეთს ანგარიში უნდა გაუწიონ და ერთად მივიდნენ რაიმე გადაწყვეტილებამდე. ეცადეთ ყოველთვის ერთად განიხილოთ ყველაფერი, ისე გაანდეთ ყოველივე ერთმანეთს, რომ გულში არაფერი არ დაიტოვოთ. მოძებნეთ წყნარი ადგილი და მხოლოდ ორმა ისაუბრეთ. თუ თქვენ გსურთ რომ შეინარჩუნოთ რომატიკული ურთიერთობა, მაშინაც კი როცა ხვდებით რომ ჩხუბი გარდაუვალია, ეცადეთ უბრალოდ წყნარად ისაუბროთ. ესაუბრეთ პარტნიორს თქვენ გრძნობებზე და ემოციებზე, მიახვედრეთ თუ რამდენს ნიშნავს იგი თქვენთვის, უთხარით რომ გაკლიათ მასთან ყოფნა. რომატიკული საწოლი გაიხსენეთ ის დრო სანამ შეუღლდებოდით. ეცადეთ ხშირად შეაქოთ თქვენი მეორე ნახევარი, დააფასეთ ერთმანეთი და მოუწონეთ გადაწყვეტილებები თუ გსურთ რომ სიყვარულით და გაგებით იცხოვროთ.

როგორ მოვუაროთ სახის კანს ზამთარში / Rogor Movuarot Saxis Kans Zamtarshi

$
0
0
მოდის ზამთარი. სიცივეში კი სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რადგან ამ პერიოდში კანი მუდმივ სტრესშია. ქარი, წვიმა, თოვლი, მზე, სიცივე, შემდეგ სითბოში შესვლა და მრავალი ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს, რაც იწვევს მდგომარეობის გაუარესებას და ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად უნდა ისწავლოთ, როგორ იზრუნოთ სათანადოდ სახის კანზე. ცივი ჰაერი იწვევს კანის გამოშრობას, რაც უკარგავს მას ტენიანობას არის შეწითლებული, უხეში. არ დაივიწყოთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია და სიცივის მიუხედავად თქვენი კანი ყოველთვის იქნება საოცარი. ზაფხულში, როგორც უვლით კანს ესეთი მოვლა არ იქნება ეფექტური ზამთარში, რადგან ზაფხულის სქემა ასეთია: გაწმენდა-დატენიანება-დაცვა. ცივ სეზონში კი უნდა შეიცვალოს: გაწმენდა-კვება-დაცვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კრემის შერჩევას, უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ტიპის კანისთვის დამატენიანებელი კრემი ზამთარში, როცა გარეთ ნულოვანი ტემპერატურაა შეიძლება გაიყინოს და კანზე წარმოქმნას ყინულის ქერქი.

საქართველო XIII საუკუნეებში / saqartvelo XIII saukuneshi

$
0
0
თამარის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა ლაშა-გიორგიმ (1213-1223). ლაშა-გიორგის გამეფებისთანავე დაიძაბა ურთიერთობა სამეფო კარზე დაწინაურებულ დიდებულებთან. ახალგაზრდა მეფემ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო, დიდებულები ცდილობდნენ მეფეზე და სამეფო ხელისუფლებაზე გავლენა შეენარჩუნებინათ. მეფემ სცადა ჩამოეშორებინა დედის დროს დაწინაურებული დიდებულები და მათ ნაცვლად ახალგაზრდები მოიწვია, მათ შორის ზოგი დაბალი წარმოშობისაც კი იყო. ამგვარად სამეფო ხელისუფლებაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი თაობა. ლაშა-გიორგი და მისი მომხრეები მოწადინებულები იყვნენ აღედგინათ მეფის შეუზღუდავი ძალაუფლება, ისეთი როგორიც ჰქონდა დავით აღმაშენებელს და გიორგი III-ს. ასეთ პოლიტიკს შეურიგებლად ეწინააღმდეგებოდა დიდებულები. ეს კონფლიკტი კარგად გამოჩნდა განძასთან ბრძოლაში.

სტატუსები სიყვარულზე / statusebi siyvarulze

$
0
0
1 მოწყვიტე წამი.....ზოგჯერ წამიც კი ბედნიერების, საუკუნეზე უკეთესია. 2 Shen tvinishvebulebashi xo mar gaq? 3 me atas nabijs gadavdgam shentan shesaxvedrat..magram arcerts dasawevad.. 4 სიყვარული ტკივილის გარეშე შეუძლებელია თქვა ბაჭიამ და მთელი ძალით ზღარბს ჩაეხუტა

მღვდელი / Mgvdeli

$
0
0
დაე იყოს ზამთარი, როგორც მკვდარზე გადაფარებული თეთრი სუდარა, როგორც სიშორე საკუთარ თავთან, როგორც სიზარმაცე და იყოს უბრალოდ ცივი და თოვლიანი, როგორც ზამთარი.

"მეგობარს"

$
0
0
მე არ მეყოფა ფურცლების გროვა, რომ აღგიწერო როგორ მიყვარხარ... შენ გამიღვივე ის დიდი გრძობა, რომელსაც მუდამ გულში ვინახავ. შენ გამიღვივე ის დიდი გრძნობა, ის დიდი სითბო, ის მეგობრობა, რომელიც მუდამ ჩემთან იქნება და არასოდეს არ გამიქრება...

სასაცილო სტატუსები / sasacilo statusebi

$
0
0
1. ყველა ადამიანი თავისუფალი იბადება, მაგრამ შემდეგ ზოგიერთს ცოლი მოჰყავს 2. მკიდიხარ ყოველ სამშაბათს და ოთხშაბათს ცხრა საათიდან თერთმეტის ნახევრამდე. 3. წვიმს ქუჩები სველია, კრიშებიც რა საკვირველია. 4. როგორც არ უნდა იტრიალო ტრაკი ყოველთვის უკან გექნება. 5. საყვარელო მათემატიკა – მე არ მინდა გადავჭრა შენი პრობლემები. მე ჩემი პრობლემებიც მეყოფა. 6. ფეისბუკამდე, არასდროს წარმომედგინა, რომ ამდენ ადამიანს ჰქონდა დაბადების დღე.

სულის დეპრესია... / sulis depresia

$
0
0
აურ -დაურია ქარმა ხის ფოთლები, ცოცხის ანაბარა მერე მიატოვა, მიურ-მოურია მთეlი გრძნობები და გულცივი ფიფქებით ოხვრით მიათოვა... არის სევდიანი ისევ დედამიწა, რაღაც ფრაზებს ისვრის, ფრაზებს ბანალურად, ახლა მათხოვარმა გვერდით ჩამიარა, მისმა მარტოობამ სულ მტლაყალბმა ღიმილმა მწარედ მომეპარა თურმე ცხოვრება შორს მე გამიფრინდა, ისევ ავირიე სულის მძიმე ფიქრში სული მეხუთება სევდის მძიმე ნისლში...
Viewing all 398 articles
Browse latest View live